'FIDE' რეიტინგი–სიით #12 მოჭადრაკის ვასილი ივანჩუკის (უკრაინა,2746) გამარჯვებით დასრულდა რუმინეთის ქალაქ ბაზნაში გამართული , ეგრეთწოდებული ‘სამეფო ტურნირი“.
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ ღია, საერთაშორისო ტურნირზე ’მერიის თასი - 2009’ პირველი ადგილი, 10 000 ლარი ფულადი ჯილდო და გამარჯვებულისათვის დაწესებული თასი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ მოიპოვა 9-დან 8 ქულით.
ივნისის თვესთამამადშეიძლება ეწოდოს საჭადრაკო თვე - 2 საერთაშორისო შეჯიბრი ერთდროულად , როდესაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არცერთი საერთაშორისო... კითხვის გაგრძელება »
24 მაისს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მუზეუმი–სტენდი სადაც, გამოფენილია მაიას მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული საჭადრაკო მედლები და თასები.
იმერეთის დედაქალაქში 23– 24 მაისს გაიმართა ტრადიციული (რიგით მეხუთე) ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 'სავარდო და სამაისო'.
შეჯიბრს ორგანიზება გაუწიეს ქუთაისის ადგილობრივმა თვითმართველობამ დ აიმერეთის ჭადრაკის ფედერაციამ.
ასპარეზობაში საკმაოდ ბევრი ტიტულოვანი მოჭადრაკე ჩაება; 61 მონაწილიდან 15 საერთაშორისო დიდოსტატი,14 საერთაშორისო ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი გახლდათ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 2009 წლის დრეზდენის ოლიმპიადის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ძაგნიძის ,ოლიმპიური ნაკრების წევრების მიხეილ მჭედლიშვილის, ლევან ფანცულაიას და მერაბ გაგუნაშვილის, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონის ვაჟთა შორის თორნიკე სანიკიძის გამოსვლა.
რუმინულ ბაია–მარეში დასრულებულ საერთაშორისო დახურულ ტურნირში "LIMPEDEA CUP" საქართველოს 2009 წლის ჩემპიონმა, საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. თუმცა, რომ არა დასანანი მარცხი ბოლოსწინა 10 ტურში I ადგილზე გასვლის ძალიან დიდი შანსი ჰქონდა.
საბოლოოდ, სატურნირო ცხრილს 11–და 7,5 ქულით სათავეში მასპინძელთა წარმომადგენელი გეორგ გრეგორე ჩაუდგა.
II – III ადგილები გაიყვეს და ბუჰგოლცის მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: