ივნისის თვეს თამამად შეიძლება ეწოდოს საჭადრაკო თვე - 2 საერთაშორისო შეჯიბრი ერთდროულად , როდესაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არცერთი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი.
4-დან 13 ივნისამდე გაიმართა ქალთა საერთაშორისო ტურნირი „მაია ჩიბურდანიძის თასზე”, სადაც 6 ქვეყნის 56 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 32 საერთაშორისო ტიტულის მქონე სპორტსმენი.
ტურნირი, ქართული საჭადრაკო სკოლის წარმომადგენლის, საერთაშორისო დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
15 ივნისიდან კი სტარტს აიღებს პირველი ღია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი
„თბილისის მერიის თასი - 2009“
ტურნირში მონაწილეობას იღებს 9 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 100-ზე მეტი უმაღლესი, საერთაშორისო საჭადრაკო წოდების მქონე.
1.ორგანიზატორები:
ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:
თბილისის მოჭადრაკეთა ფედერაცია:
2.საინფორმაციო მხარდამჭერები:
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“,რადიო „იმედი“;
ყოველდღიური გაზეთები:“სპორტული ამბები“, „მსოფლიო სპორტი“ და „ლელო“;
ინტერნეტ–საიტები „geosports.ge“ ,მსოფლიო სპორტი, sportnews.ge
3. ჩატარების ადგილი და ვადები:
თბილისი,ჭადრაკის სასახლე,კოსტავას ქ. 37ა; 14 – 24 ივნისი.
5. სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი გაიმართება ფიდე–ს წესებით ,
შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 90წთ. მთელ პარტიაზე,
ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
6. თაი–ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება :
ა) პროგრესის კოეფიციენტი (თავისი რეგრესით),
ბ) მოწინაამღდეგეთა რეიტინგების ჯამი უმცირესის გამოკლებით. თუ ესეც
თანაბარი იქნება, მაშინ გამოაკლდება შემდეგი უმცირესი რეიტინგი და ა.შ.
გაუთამაშებელ პარტიებში და ურეიტინგოებთან შეხვედრისას მოწინაამღდეგის
პირობით რეიტინგად ჩაითვლება 1400.
7. კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ფიდე–ს რეიტინგი.
დაწესებულია საერთაშორისო წოდებათა ნორმატივები
|