საბერძნეთის ქალაქ კავალაში სტარტი აიღო ტრადიცულმა 19TH OPEN INTERNATIONAL KAVALA CHESS TOURNAMENT ოთხი ქართველი მოჭადრაკის: დავით ჯოჯუა (2530), ლელა ჯავახიშვილი (2469), ლუკა პაიჭაძე (2467) და სალომე მელია (2442) მონაწილეობით.
სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ: 1.ანდრეი რიჩაგოვი (რუსეთი) 2.მომჩილ ნიკოლოვი (ბულგარეთი) 3.ზავენ ადრიასიანი (სომხეთი) 4.ტეჯას ბაკრე (ინდოეთი)
2–2 ქულა დააგროვეს პაიჭაძემ, ჯოჯუამ და მელიამ. ჯერჯერობით წარუმატებლად ასპარეზობს ლელა ჯავახიშვილი და 1 ქულით 70–ე ადგილზეა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და საპრიზო ფონდი 13 000 ევროა. აქედან, გამარჯვებულის წილი კი– 3 500 ევროა.
ევროპის სასკოლო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი ზურაბ ჯავახაძე მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა თურქულ ქაისერში დასრულებულ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გამარჯვებულ მასპინძელთა წარმომადგენელ ბურაკ ფირატს.
III–IV ადგილები 6 ქულით თურქმენმა, ძმებმა ატაბაიევებმა: – იუსუფმა და მაქსათმა გაიყვეს (თურქმენეთი) .
თურქეთის ქალაქ ქესანში დასრულებულ ‘8th kesanopen’ ერთპიროვნულად 9–დან 7,5 ქულით პირველობა არავის დაუთმო საერთაშორისო ოსტატმა ივერი ჭიღლაძემ. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II–IV ადგილები შემდეგნაირად გაინაწილეს: 2.დავით ბენიძე 3.ვიტალი კისელიოვი (რუსეთი) 4.გიგა ყუფარაძე
დანარჩენ ქართველ მონაწილეთა შედეგები:
5 ადგ.დავით მაღალაშვილი – 6,5 ქ. 6.ბაჩანა მორჩიაშვილი – 6,5 ქ. 7.შოთა აზალაძე – 6,5 ქ. 9.კახა შალამბერიძე – 6,5 ქ. 12.გიორგი ბაღათუროვი – 6 ქ. 13.ლევანი ბრეგაძე – 6 ქ. 24.გიორგი გამზარდია – 5,5 ქ.
ტურნირის საპრიზო ფონდი 12 500 თურქულ ლირას შეადგებნდა და აქედან, გამარჯვებულს 3 000 ერგო.
http://www.kesanopen.com/component/option,com_frontpage/Itemid,1/lang,en... კითხვის გაგრძელება »
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დასრულდა 3rd International Paleochora Open 2010 ქართველი მოჭადრაკეების მახო სულაშვილის, ბელა ხოტენაშვილის, ნინო ბაციაშვილის, ანა გავაშელის და ალექსანდრა ვახანიას მონაწილეობით.
ტურნირში 9–დან 7,5 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
ნორვეგიის ‘არქტიკის კარად’ წოდებულ ულამაზეს ქალაქ ტრომსში გამართულ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო 2011 წელს დაგეგმილი პრეტედენტთა მატჩ–ტურნირის ბაქოს მაგიერ რუსეთის ყაზანში ჩატარების საბოლოო გადაწყვეტილება.
გაითვალისწინა რა აზერბაიჯანის საჭადრაკო ფედერაციასთან მოქმედი შეთანხმება , გადაწყდა ქვეყნისათვის ნომინაციის შეუნარჩუნება და ამრიგად, შაჰრიარ მამედიაროვი მაინც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში.