თურქეთის ქალაქ ქესანში სტარტი აიღო ტრადიციულმა, რიგით მერვე საერთაშორისო ტურნირმა.
შეჯიბრში 9 ქვეყნის 109 მოჭადრაკე მონაწილეობს და შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება;
დროის კონტროლი – 90 წუთი 30 წამის დამატებით პირველი სვლიდან.
დასკვნითი ტური 31 ივლისს გაიმართება.
საპრიზო ფონდი 12 500 თურქულ ლირას შეადგენს და პირველ ადგილზე გასული 3 000 მიიღებს.
საქართველოდან ტურნირში საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მონაწილეობს:
დავით ბენიძე ,დავით მაღალაშვილი, გიორგი ბაღათუროვი,შოთა აზალაძე,ივერი ჭიღლაძე,ბაჩანა მორჩიაშვილი,აკაკი შალამბერიძე,გიგა ყუფარაძე,გიორგი გამზარდია
109 მონაწილე 9 ქვეყანა
3 ტურის შემდეგ დანაკარგის გარეშე 3 ქულით ლიდერობენ ბაღათუროვი,მორჩიაშვილი ,ვიტალი კისელიოვი (რუსეთი) და ჭიღლაძე.
http://www.kesanopen.com/component/option,com_frontpage/Itemid,1/lang,en/
|