ნორვეგიის ‘არქტიკის კარად’ წოდებულ ულამაზეს ქალაქ ტრომსში გამართულ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო 2011 წელს დაგეგმილი პრეტედენტთა მატჩ–ტურნირის ბაქოს მაგიერ რუსეთის ყაზანში ჩატარების საბოლოო გადაწყვეტილება.
გაითვალისწინა რა აზერბაიჯანის საჭადრაკო ფედერაციასთან მოქმედი შეთანხმება , გადაწყდა ქვეყნისათვის ნომინაციის შეუნარჩუნება და ამრიგად, შაჰრიარ მამედიაროვი მაინც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში.
საბერძნეთის პალეოჰორაში მიმდინარეობს 3rd International Paleochora Open 2010 ქართველი მოჭადრაკეების მახო სულაშვილის,ბელა ხოტენაშვილის, ნინო ბაციაშვილის,ანა გავაშელის და ალექსანდრა ვახანიას მონაწილეობით.
შეჯიბრში 26 ქვეყნის 237 მოთამაშე მონაწილეობს და მისი საპრიზო ფონდი 8 300 ევროს შეადგენს.
6 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით უკრაინელი დიდოსტატი იური კრივორუჩკო ლიდერობს.
5,5 ქულით II–III ადგილებს სერბი მიშა რაპი და რუსი ანდრეი რიჩაგოვი ინაწილებენ.
ფოთში დასრულდა სახელოვანი ქართველი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას (მსოფლიოს 2–გზის ვიცე–ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი) თასის V გათამაშება ჭადრაკში, რომლის საპრიზო ფონდი 26000 ლარს შეადგენდა.
ფესტივალი 5 ტურნირად ჩატარდა: ‘ღია’ და 8, 10, 12,14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის.
სულ, თასის გათამაშებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ერაყის 250-მდე მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის ტურნირებში დაწესებული იყო რამდენიმე სპეციალური პრიზი.