ნორვეგიის ‘არქტიკის კარად’ წოდებულ ულამაზეს ქალაქ ტრომსში გამართულ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო 2011 წელს დაგეგმილი პრეტედენტთა მატჩ–ტურნირის ბაქოს მაგიერ რუსეთის ყაზანში ჩატარების საბოლოო გადაწყვეტილება.
გაითვალისწინა რა აზერბაიჯანის საჭადრაკო ფედერაციასთან მოქმედი შეთანხმება , გადაწყდა ქვეყნისათვის ნომინაციის შეუნარჩუნება და ამრიგად, შაჰრიარ მამედიაროვი მაინც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში.
მატჩ–ტურნირის მონაწილეები:
მაგნუს კარლსენი (ნორვეგია,2826; რეიტინგ–სიით პირველი ნომერი მსოფლიოში)
ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი,2803; #2)
ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი, 2790; #4)
ლევონ არონიანი (სომხეთი,2783;#5)
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი,2761;#6)
თემურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი,2748;#10)
ბორის გელფანდი (ისრაელი,2739; #13 )
გატა კამსკი (ამერიკა, 2713; #31)
ფიდეს პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის განცხადებით ის პირადად სთხოვს მსოფლიოს ექსჩემპიონ ვესელინ ტოპალოვს შეცვალოს ადრე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთში ართამაშის შესახებ. იმ , შემთხვევაში თუ ბულგარელი მოჭადრაკე არ შეიცვლის გადაწყვეტილებას, მის ადგილს მატჩ–ტურნირში ვაჟთა გრან–პრის პროტოკოლის მიხედვით მესამე ადგილზე მყოფი ალექსანდრ გრიშუკი დაიკავებს (რუსეთი)
|