ფოთში დასრულდა სახელოვანი ქართველი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას (მსოფლიოს 2–გზის ვიცე–ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი) თასის V გათამაშება ჭადრაკში, რომლის საპრიზო ფონდი 26000 ლარს შეადგენდა.
ფესტივალი 5 ტურნირად ჩატარდა: ‘ღია’ და 8, 10, 12,14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის.
სულ, თასის გათამაშებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ერაყის 250-მდე მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის ტურნირებში დაწესებული იყო რამდენიმე სპეციალური პრიზი.
საუკეთესო მწვრთნელად გოჩა ჩაჩუა აღიარეს.
საუკეთესო კომბინაციისთვის დაწესებულ ანდრია დადიანის პრიზს, ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე, ფარიზ ჩაჩიბაია დაეპატრონა.
ასპარეზობის ყველაზე უმცროსი მონაწილისთვის დაწესებული პრიზი კი, 5 წლის საბა ლომსაძეს გადაეცა.
‘ღია’ ტურნირი
ვაჟები
1. კონსტანტინე შანავა – 7,5 ქულა 2. ლევან ფანცულაია – 7 3. შოთა აზალაძე – 6,5
ქალები: 1. მირანდა მიქაძე –6,5 2. მაია ლომინეიშვილი –5,5 3. მერი არაბიძე –5,5
სპეციალური ასაკობრივი პრიზი ღია ტურნირში:
18 წლამდე: 1.ზურაბ ჯავახაძე – 6 ; 1. ლიკა კობეშავიძე – 4,5
U14 1. ირაკლი ბერაძე – 8,5; 1.ანა შამათავა - 7,5
U12 1. გიორგი სიბაშვილი – 7; 1.ნინო ხომერიკი - 8
U10 1. დავით გვენეტაძე - 8,5; 1.ნინო ჯალაღონია - 8,5
U8 1. დავით კამკია - 8; 1.თიკა ცაგურია - 8
http://chesspoti.ge/
|