საბერძნეთის ქალაქ კავალაში სტარტი აიღო ტრადიცულმა 19TH OPEN INTERNATIONAL KAVALA CHESS TOURNAMENT ოთხი ქართველი მოჭადრაკის: დავით ჯოჯუა (2530), ლელა ჯავახიშვილი (2469), ლუკა პაიჭაძე (2467) და სალომე მელია (2442) მონაწილეობით.
სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ: 1.ანდრეი რიჩაგოვი (რუსეთი) 2.მომჩილ ნიკოლოვი (ბულგარეთი) 3.ზავენ ადრიასიანი (სომხეთი) 4.ტეჯას ბაკრე (ინდოეთი)
2–2 ქულა დააგროვეს პაიჭაძემ, ჯოჯუამ და მელიამ. ჯერჯერობით წარუმატებლად ასპარეზობს ლელა ჯავახიშვილი და 1 ქულით 70–ე ადგილზეა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და საპრიზო ფონდი 13 000 ევროა. აქედან, გამარჯვებულის წილი კი– 3 500 ევროა.
http://chess-results.com/tnr36513.aspx?art=1&rd=3&lan=11&flag=30&m=-1&wi=1000
http://www.chesskavala.gr/open/
|