ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის სკოლაში დასრულებულ საქართველოს 12წ. ჩემპიონატზე გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული 9–დან 8 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა ფოთელმა ადა ქაქუთიამ.
გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნინო ხომერიკი. 6,5 ქულით III ადგილზე მარიამ ჭოლაძე გავიდა.
ბიჭებში 9–დან 7,5 ქულით ერთბაშად 3 მოჭადრაკემ გაიყო I-III ადგილი და პროგრესის კოეფიციენტით შემდეგნაირად გაანაწილდნენ:
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე სუპერტურნირზე "Mtel Masters 2009" მოჭადრაკეებმა დასვენების დღეს ტურნირისთვის ტრადიციული საფეხბურთო მატჩი გამართეს ბულგარეთის ჩემპიონ სოფიის "Levski ".
პირველად, ამ შეხვედრების ისტორიაში გაიმარჯვეს მოჭადრაკეებმა (პენალტების სერიით 2:1; ძირითადი დრო 6:6! დასრულდა).
მოჭადრაკეების კარს უკრაინელი ვასილი ივანჩუკი იცავდა და ტურნირისგან განსხვავებით (სადაც, ბოლო ადგილზე იმყოფება) მშვენივრად გაართვა თავი პენალტების მოგერიებას.
მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ტურნირის ერთ–ერთმა ლიდერმა ნორვეგიელმა მაგნუს კ
... კითხვის გაგრძელება »
ამერიკული საჭადრაკო პროგრამის 'Rybka' გამარჯვებით დასრულდა ესპანეთის ქალაქ პამპლონაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპიუტერულ პროგრამებს შორის.
'Rybka' 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით ზედიზედ მესამედ მოიპოვა მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული.
II ადგილზე – ებრაული 'Junior'გავიდა, III – გერმანული 'Sreder' IV – ბელგიური 'Deep Sjeng'
თურქეთის ქალაქ ბოლუში დამთავრდა '2009 ÝZZET BAYSAL SATRANÇ TURNUVASI GENEL' საერთაშორისო ტურნირი, სადაც მონაწილეობას 8 ქვეყნის 81 მოჭადრაკე მათ, შორის 7 საერთაშორისო ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი მონაწილეობდა.
საქართველოს სახელით შეჯიბრში საერთაშორისო ოსტატები მახო სულაშვილი (ტურნირში განთესილი იყო V ნომრად) და ბაჩანა მორჩიაშვილი ასპარეზობდნენ (VI ნომერი). 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით სულაშვილმა I–II ადგილები გაინაწილა თურქმენ ოსტატ მელის ანაბერდიევთან ერთად. მორჩიაშვილი კი 6,5 ქულით
... კითხვის გაგრძელება »
დუბაიში მიმდინარე ტრადიციულ ღია ტურნირზე 5 ტურში საინტერესო იყო ორი დიდოსტატის ოჯახური შეხვედრა ზურაბ სტურუასა და ნინო გურიელს შორის, რომელშიც სუსტი სქესის წარმომადგენლის დამარცხებით დამთავრდა.
5 ტურის შემდეგ 4,5ქულით ტურნირს 3 მოჭადრაკე ლიდერობს:
ვადიმ მალაჰატკო,პავლე მალეტინი და ალექს ბახმანი ჰყავს. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ლიდერებს კვალში მისდევს ლევან ფანცულაია.
ზურაბ სტურუა, მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი 3,5 ქულით 14 – 34 ადგილებს ინაწილებენ.