ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე სუპერტურნირზე "Mtel Masters 2009" მოჭადრაკეებმა დასვენების დღეს ტურნირისთვის ტრადიციული საფეხბურთო მატჩი გამართეს ბულგარეთის ჩემპიონ სოფიის "Levski ".
პირველად, ამ შეხვედრების ისტორიაში გაიმარჯვეს მოჭადრაკეებმა (პენალტების სერიით 2:1; ძირითადი დრო 6:6! დასრულდა).
მოჭადრაკეების კარს უკრაინელი ვასილი ივანჩუკი იცავდა და ტურნირისგან განსხვავებით (სადაც, ბოლო ადგილზე იმყოფება) მშვენივრად გაართვა თავი პენალტების მოგერიებას.
მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ტურნირის ერთ–ერთმა ლიდერმა ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და კუბელმა დომინგესმა. თუმცა,არ გაუმართლა ტურნირის მეორე ლიდერს ბულგარელ ვესელინ ტოპალოვს რომელმაც, სახის ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი მატჩი სპეციალური დამცავი ნიღბით ითამაშა.
|