იმერეთის დედაქალაქში 23– 24 მაისს გაიმართა ტრადიციული (რიგით მეხუთე) ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 'სავარდო და სამაისო'.
შეჯიბრს ორგანიზება გაუწიეს ქუთაისის ადგილობრივმა თვითმართველობამ დ აიმერეთის ჭადრაკის ფედერაციამ.
ასპარეზობაში საკმაოდ ბევრი ტიტულოვანი მოჭადრაკე ჩაება; 61 მონაწილიდან 15 საერთაშორისო დიდოსტატი,14 საერთაშორისო ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი გახლდათ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 2009 წლის დრეზდენის ოლიმპიადის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ძაგნიძის ,ოლიმპიური ნაკრების წევრების მიხეილ მჭედლიშვილის, ლევან ფანცულაიას და მერაბ გაგუნაშვილის, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონის ვაჟთა შორის თორნიკე სანიკიძის გამოსვლა.