დუბაიში მიმდინარე ტრადიციულ ღია ტურნირზე 5 ტურში საინტერესო იყო ორი დიდოსტატის ოჯახური შეხვედრა ზურაბ სტურუასა და ნინო გურიელს შორის, რომელშიც სუსტი სქესის წარმომადგენლის დამარცხებით დამთავრდა.
5 ტურის შემდეგ 4,5ქულით ტურნირს 3 მოჭადრაკე ლიდერობს:
ვადიმ მალაჰატკო,პავლე მალეტინი და ალექს ბახმანი ჰყავს.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ლიდერებს კვალში მისდევს ლევან ფანცულაია.
ზურაბ სტურუა, მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი 3,5 ქულით 14 – 34 ადგილებს ინაწილებენ.
ნინო გურიელის აქტივში ჯერჯერობით 2,5 ქულაა.