იმერეთის დედაქალაქში 23– 24 მაისს გაიმართა ტრადიციული (რიგით მეხუთე) ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 'სავარდო და სამაისო'.
შეჯიბრს ორგანიზება გაუწიეს ქუთაისის ადგილობრივმა თვითმართველობამ დ აიმერეთის ჭადრაკის ფედერაციამ.
ასპარეზობაში საკმაოდ ბევრი ტიტულოვანი მოჭადრაკე ჩაება; 61 მონაწილიდან 15 საერთაშორისო დიდოსტატი,14 საერთაშორისო ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი გახლდათ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 2009 წლის დრეზდენის ოლიმპიადის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ძაგნიძის ,ოლიმპიური ნაკრების წევრების მიხეილ მჭედლიშვილის, ლევან ფანცულაიას და მერაბ გაგუნაშვილის, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონის ვაჟთა შორის თორნიკე სანიკიძის გამოსვლა.
ტურნირში დამაჯერებლად 9–დან 8 ქულით გაიმარჯვა საერთაშორისო დიდოსტატმა მიხეილ მჭედლიშვილმა.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილები გაინაწილეს:
II – დავით ჯოჯუამ
III – გიორგი მარგველაშვილი
IV– ლევან ფანცულაია
7 ქულით ბოლო, მეხუთე საპრიზო ადგილზე გავიდა საერთაშორისო დიდოსტატი დავით ბენიძე.
ქალთა ჩათვლაში 6,5 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს:
I– ნანა ძაგნიძე
II – მაკა ფურცელაძე
გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ:
III – ნინო ბაციაშვილი
IV – სოფიკო გურამიშვილი
|