'FIDE' რეიტინგი–სიით #12 მოჭადრაკის ვასილი ივანჩუკის (უკრაინა,2746) გამარჯვებით დასრულდა რუმინეთის ქალაქ ბაზნაში გამართული , ეგრეთწოდებული ‘სამეფო ტურნირი“.
განსაკუთრებით ,აღსანიშნავია უკრაინელი დიდოსტატის ეს გამარჯვება ბოლო საჭადრაკო ჩავარდნების ფონზე, როდესაც უკანასკნელი მონაცემებით ის 43 სარეიტინგო ქულას კარგავს.
ივანჩუკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ სუპერ დიდოსტატია და ნებისმიერ ტურნირში , მოჭადრაკესთან შეუძლია გამარჯვების მოპოვება.
6 ქულით II ადგილზე გასულმა ძველი გვარდიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ისრაელის სახელით მოასპარეზე ბორის გელფანდმაც (2733 მსოფ.#15) დაამტკიცა (მიუხედავად ასაკისა) თავისი კლასი.
III-IV ადგილები 5,5 ქულით გაინაწილეს თემურ რაჯაბოვმა
(აზერაბაიჯანი,2756;მსოფ. #5) და ალექსეი შიროვმა (ესპანეთი ,2745; მსოფ.#13 ).
3 ქულით ბოლო ადგილებით დაკმაყოფილდნენ გათა კამსკი (ამერიკა,2733; მსოფ.#24) და დიტერ ნისიპიანუ(რუმინეთი, 2675 მსოფ.#55).
ტურნირი 6 მონაწილეს შორის 2 წრედ ჩატარდა და რეგლამენტის მიხედვით აკრძალული იყო 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება.
|