ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი.
შეჯიბრი 4 ასაკობრივ კატეგორიაში(8,10,12,14) ჩატარდა და 74 გუნდმა მიიღო მონაწილეობა (სულ 296 მონაწილე)
8 წლამდე კატეგორიაში 1 ადგილი (ყველა მატჩი მოგებით დაასრულეს) გაიმარჯვა მზია წერეთლის (თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) გუნდმა ’პანტერა’.
10 წლამდე კატეგორიაში 6,5 ქულით (6 მოგება და 1 ფრე) პირველობა არავის დაუთმო დავით კოდუას (ფოთის საჭადრაკო სკოლა) გუნდმა ,ნანა’
12 წლიანებში კი 6 ქულით დავით გურგენიძის (თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) გუნდმა ’ნტნ’ იმარჯვა.
14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებში პირველობა არავის დაუთმო გიორგი მაწარაშვილის (თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ’აისმა’.
|