ქალები ტოლს არ უდებენ!
ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 3 ტურის შემდეგ დანაკარგის გარეშე 11 მოჭადრაკე მიიწევს წინ,
რომელთა შორის 2 მანდილოსანია: დრეზდენის 2008წ. საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე და საერთაშორისო დიდოსტატი სოფიკო გვეტაძე.
მათთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში დგანან:
საქართველოს 2009წ. ჩემპიონი ვაჟთა შორის თორნიკე სანიკიძე,საერთაშორისო დიდოსტატები: არმან პაშიკიანი (სომხეთი),მიხეილ ქობალია (რუსეთი),კონსტანტინე შანავა,მერაბ გაგუნაშვილი,მიხეილ მჭედლიშვილი,საერთაშორისო ოსტატი გაიოზ ნიგალიძე,დავით ლომსაძე და ქვეყნის ჩემპიონი 16წ. ასაკის ჭაბუკთა შორის ზურაბ ჯავახაძე.
განვლილ ტურში ყველასათვის მოულოდნელი იყო საქართველოს ოლიმპიური გუნდის მწვრთნელის, გამოცდილი ხვიჩა სუპატაშვილის მარცხიზურაბ ჯავახაძესთან, გამოწვეული უხეში შეცდომით გადამწყვეტი უპირატესობის მქონე პოზიციაში.
ასევე, მიკრო სენსაციათა რიცხვს განეკუთვნება დავით ჯოჯუას დამარცხება დავით ლომსაძესთან და ავსტრიის სახელით მოასპარეზე დავით შენგელიას მარცხი სოფიკო გვეტაძესთან.
II ტურში დაუგეგმავი ყაიმების შემდეგ მოიგეს პარტიები ოლიმპიური გუნდის თავკაცმა ბაადურ ჯობავამ და საქართველოს 2008წ. ჩემპიონმა ვაჟთა შორის ლევან ფანცულაიამ.
|