ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარეობს 5TH PROSPERO A. PICHAY JR. CUP INTERNATIONAL CHESS CHAMPIONSHIP ორი ქართველი დიდოსტატის მერაბ გაგუნაშვილისა და მიხეილ მჭედლიშვილის მონაწილეობით.
მიუხედავად ფილიპინებს და კერძოდ მანილას თავსდამტყდარი სტიქიური მოვლენებისა ჩვენი მოჭადრაკეები არ უშინდებიან წყალდიდობას და მედგრად იბრძვიან საჭადრაკო დაფასთან!
მიუხედავად V ტურში განცდილი მარცხისა თეთრი ფიგურებით ფრანგ მარია სებაგთან, ნანა ძაგნიძე კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ტურნირს.
ნანას უშუალო კონკურენტმა ჩინელმა ქსიუ იუხუამაც მარცხი განიცადა.
მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ქსიუ იუხუა.
ამრიგად, 4 ქულით პირველ ადგილზეა ძაგნიძე, 3,5 ქულით მეორეა ქსიუ იუხუა, ხოლო 3 ქულით III-V ადგილებს :ცზუ ვენცზუნი, მარია სებაგი და ჟუ
... კითხვის გაგრძელება »
თურქეთში მიმდინარე ჭაბუკთა ოლიმპიადაზე IX ტურში ქართველმა ჭაბუკებმა უზბეკი თანატოლები დაამარცხეს გამანადგურებელი ანგარიშით 3,5:0,5!
დასკვნითი ტურის წინ შეჯიბრს რუსეთის ნაკრები ლიდერობს 26 ქულით, II ადგილზე ინდოელები არიაბნ 24 ქულით, მესამეზე – სომხეთი (23 ქ.), ჩვენებს ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ და მეოთხე პოზიციას ინარჩუნებენ.
X ტურში საქართველოს გუნდი უნგრელებს დაუპირისპირდება.