დასანანი მარცხი, ანგარიშით 1,5:2,5 განიცადა საკლუბო ევრო–თასის გათამაშებაში მოასპარეზე სამაიამ, არც–თუ ისე ძლიერ რუდოვცის Radnicki (სერბეთი).
სოფიკო ხუხაშვილმა დაამარცხა სვეტლანა პეტრენკო (მოლდავეთი), მაია ლომინეიშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა რუმინელ ადელა ფოიშორთან, ხოლო პირველად დამარცხდნენ ტურნირში ლელა ჯავახიშვილი ირინა ჩელუშკინასთან (სერბეთი) და სალომე მელია ანა ბენდერაჩთან (სერბეთი).
V ტურში სამაია მონტე–კარლოს უძლიერეს 'ვარსკვლავების" გუნდს სძლია ლელა ჯავახიშვილის გამარჯვების წყალობით, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა (რუსეთი).
ვიდნოეს 'Spartak' დიდი ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხა ვროცლავის 'Polonia Votum' და I-II ადგილებს იყოფს სამაისთან ერთად. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა.
VI ტურში ქართული კლუბი რუდოვიჩის 'Radnicki' (სერბეთი) დაუპირისპირდება, ხოლო უშუალო კონკურენტი ვიდნოეს 'Spartak' მასპინძლების – პოდგორიცას 'T-com' შეებრძოლება.
ოჰრიდში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის – IV ტურში სამაია სარატოვის 'Economist-SGSEU' დაუზავდა. მატჩის ყველა შეხვედრა ყაიმით დასრულდა.
ჩვენგან განსხვავებით გაიმარჯვეს კონკურენტმა გუნდებმა: მონტე–კარლომ და ვიდნოემ.
ხვალინდელ V ტურში სამაიას მონაკოს Cercle d'Echecs შეხვდება დ აპრაქტიკულად ამ მატჩის შედეგით გაირკვევა ტურნირის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბმა პრაქტიკულად ყველა ძლიერი გუნდთან ითამაშა.
4 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვეს:
სამაიამ, მონტე–კარლოს Cercle d'Echecs და ვიდნოეს 'Spartak'.
IX ტურში მოპოვებული პრინციპული გამარჯვებით ნანა ძაგნიძე I-II ადგილებს იყოფს ჩინელ ქსიუ იუხუასთან ერთად.
ტურნირის ყოფილმა ლიდერმა ფრანგმა დიდოსტატმა მარია სებაგმა მარცხი განიცადა ბაირ აკოვანოვასთან შეხვედრაში (რუსეთი) და ამჟამად, ნახევარი ქულით ჩამორჩება ლიდერებს.
X ტურში ძაგნიძე შავებით ბახტიაგ მონგოტუულს ეთამაშება (მონღოლეთი).