ჩინეთის უძველეს დედაქალაქში დასრულდა ქალთა გრან-პრის გათამაშების II ეტაპი.
XI, დასკვნით ტურში ტურნირის ლიდერმა მსოფლის ექს-ჩემპიონმა, ჩინელმა ქსიუ იუხუამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა ფრანგ მარია სებაგთან და 11-დან 8 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ტურნირში.
ნანა ძაგნიძემაც მრავალსაათიანი ბრძოლის შემეგ აგრეთვე ყაიმით დაასრულა შეხვედრა ჟაო ქსიუსთან და 7,5 ქულით II ადგილს დასჯერდა.
7 ქულით მესამე ადგილზე ჩინეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ჟაო ქსიუ გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ნანამ ტურნირში 2573 აჩვენა პერფომანსი და საკუთარ რეიტინგსაც 6,3 ქულა შემატა.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი 50 000 ევროს შეადგენდა...
- 6 500€
- 4 750€
- 4 000€
- 3 750€
- 3 500€
- 3 250€
- 3 000€
- 2 750€
- 2 500€
- 2 250€
- 2 000€
-
1 750€
|