არგენტინის ჩუბუტში მიმდინარე მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე გოგონათა შორის 6–დან 5 ქულით ლიდერობს ინდოელი რაუტ პადმინი. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება საქართველოს ჩემპიონი მირანდა მიქაძე და 4,5 ქულით II-VI ადგილებს ინაწილებს.
ნაზი პაიკიძის აქტივში 4 ქულაა.
VII ტურში მიქაძე თეთრებით თურქ ბელთუ ილდიზს, ხოლო პაიკიძე შავებით ინდოელ სვამინითან სომოიას.