ევროპირველობის VI ტურში ორივე ქართული გუნდი დაუზავდა მეტოქეებს:
ქალები აზერბაიჯანლებს, ხოლო კაცებმა უკრაინის უძლერეს გუნდთან შეძლეს ქულის გაყოფა.
დასანანი მარცხი განიცადა თეთრი ფიგურებით პირველ დაფაზე მოთამაშე ნანა ძაგნიძემ, გაიმარჯვა ნინო ხურციძემ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.
ამრიგად, VI ტურის შემდეგ ქალთა ჩემპიონატს ორნი ლიდერობენ: რუსეთი და საქართველო.
VII ტურში ქართველი მანდილოსნები ისრაელის ნაკრებს შეეჯიბრებიან, ხოლო რუსები ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს.
ვაჟებმა დაძაბული ბრძოლის შემდეგ, დღევანდელი ტურის ყველა პარტია ყაიმით დაასრულეს: ჯობავამ ელიანოვთან, ფანცულაიამ ვოლოკიტინთან, გაგუნაშვილმა ეფიმენკოსთან, სანიკიძემ კრივორუჩკოსთან.
მამაკაცთა პირველობას 11 ქულით ერთპრიოვნულად ლიდერობს აზერბაიჯანი, 9 ქულით II- IV ადგილებს ინაწილებენ: რუსეთი, სომხეთი და საქართველო.
VII ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან ‘მეგობარი’ ქვეყნების გუნდები:
აზერბაიჯანი – სომხეთი
რუსეთი – საქართველო...
ტექნიკური შედეგები:
ქალები
ნანა ძაგნიძე – 2 (5)
ლელა ჯავახიშვილი – 4(5)
სოფიკო ხუხაშვილი – 3(4)
ნინო ხურციძე – 3(5)
ბელა ხოტენაშვილი – 3,5(5)
ვაჟები
ბაადურ ჯობავა – 3,5(6)
მიხეილ მჭედლიშვილი – 2(4)
ლევან ფანცულაიამ – 3(4)
მერაბ გაგუნაშვილი – 2,5(4)
თორნიკე სანიკიძე – 3(5)
|