თურქეთის ქალაქ აკხისარში დასრულებულ ჭაბუკთა ოლიმპიადაზე 25,5 ქულით IV ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრებმა.
დასკვნით ტურში ჩვენებმა დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს უნგრელი თანატოლები.
I ადგილზე 30 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა, 2 ქულით ნაკლები დააგროვეს ინდოელებმა. 27 ქულით მესამე საპრიზო ადგილს სომხები დაეპატრონენ.