თურქეთის ქალაქ აკხისარში დასრულებულ ჭაბუკთა ოლიმპიადაზე 25,5 ქულით IV ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრებმა.
დასკვნით ტურში ჩვენებმა დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს უნგრელი თანატოლები.
I ადგილზე 30 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა, 2 ქულით ნაკლები დააგროვეს ინდოელებმა. 27 ქულით მესამე საპრიზო ადგილს სომხები დაეპატრონენ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძლიერ, პირველ დაფაზე შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ჩემპიონმა თანატოლებში ზურაბ ჯავახაძემ და 10–დან 6,5 ქულით ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა!
ტექნიკური შედეგები:
ზურაბ ჯავახაძე – 6 ქულა (10–დან)
გიორგი ნიკოლაშვილი – 6 (10)
ნოდარ ლორთქიფანიძე – 6 (10)
ირაკლი ბერაძე – 7 (10)
|