მიუხედავად V ტურში განცდილი მარცხისა თეთრი ფიგურებით ფრანგ მარია სებაგთან, ნანა ძაგნიძე კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ტურნირს.
ნანას უშუალო კონკურენტმა ჩინელმა ქსიუ იუხუამაც მარცხი განიცადა.
მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ქსიუ იუხუა.
ამრიგად, 4 ქულით პირველ ადგილზეა ძაგნიძე, 3,5 ქულით მეორეა ქსიუ იუხუა, ხოლო 3 ქულით III-V ადგილებს :ცზუ ვენცზუნი, მარია სებაგი და ჟუ ჩენი ინაწილებენ.
VI ტურში ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.თეთრი ფერის ფიგურებით ჩინელი მოჭადრაკე ითამაშებს.
|