V ტურში სამაია მონტე–კარლოს უძლიერეს 'ვარსკვლავების" გუნდს სძლია ლელა ჯავახიშვილის გამარჯვების წყალობით, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა (რუსეთი).
ვიდნოეს 'Spartak' დიდი ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხა ვროცლავის 'Polonia Votum' და I-II ადგილებს იყოფს სამაისთან ერთად. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა.
VI ტურში ქართული კლუბი რუდოვიჩის 'Radnicki' (სერბეთი) დაუპირისპირდება, ხოლო უშუალო კონკურენტი ვიდნოეს 'Spartak' მასპინძლების – პოდგორიცას 'T-com' შეებრძოლება.
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:
მაია ჩიბურდანიძე – 2,5 (5)
ლელა ჯავახიშვილი – 4 (5)
მაია ლომინეიშვილი – 1 (3)
სოფიკო ხუხაშვილი – 2,5 (4)
სალომე მელია – 2 (3)
|