დასანანი მარცხი, ანგარიშით 1,5:2,5 განიცადა საკლუბო ევრო–თასის გათამაშებაში მოასპარეზე სამაიამ, არც–თუ ისე ძლიერ რუდოვცის Radnicki (სერბეთი).
სოფიკო ხუხაშვილმა დაამარცხა სვეტლანა პეტრენკო (მოლდავეთი), მაია ლომინეიშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა რუმინელ ადელა ფოიშორთან, ხოლო პირველად დამარცხდნენ ტურნირში ლელა ჯავახიშვილი ირინა ჩელუშკინასთან (სერბეთი) და სალომე მელია ანა ბენდერაჩთან (სერბეთი).
ვიდნოეს 'Spartak' 3,5:0,5 გაანადგურა პოდგორიცას 'T-com' დ I ადგილიც გაინაღდა. იმ შემთხვევაშიც თუ დასკნით ტურში დამარცხდება 0:4 (რაც წარმოუდგენელია) დამატებითი მაჩვენებლებით მაინც პირველი იქნება.
სამაია მეორე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა 1 ქულით ერთბაშად 5 გუნდი ჩამორჩება.
დასკვნით ტურში ქართველი მოჭადრაკეები პოლონურ 'Polonia Votum' ეპაექრებიან და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილს დაისაკუთრებენ.
ქართველი მოჭადრაკეების შედეგები:
მაია ჩიბურდანიძე – 2,5 (5)
ლელა ჯავახიშვილი – 4 (6)
მაია ლომინეიშვილი – 1,5 (4)
სოფიკო ხუხაშვილი – 3,5 (5)
სალომე მელია – 2 (4)
|