ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარეობს 5TH PROSPERO A. PICHAY JR. CUP INTERNATIONAL CHESS CHAMPIONSHIP ორი ქართველი დიდოსტატის მერაბ გაგუნაშვილისა და მიხეილ მჭედლიშვილის მონაწილეობით.
მიუხედავად ფილიპინებს და კერძოდ მანილას თავსდამტყდარი სტიქიური მოვლენებისა ჩვენი მოჭადრაკეები არ უშინდებიან წყალდიდობას და მედგრად იბრძვიან საჭადრაკო დაფასთან!
3 ტურის შემდეგ ყველა პარტიაში მოპოვებული გამარჯვებებით შეჯიბრს მიხეილ მჭედლიშვილი და ფილიპინელი დიდოსტატი დარვინ ლაილო ლიდერობენ.
მერაბ გაგუნაშვილს ჯერჯერობით 2 ქულა აქვს (2 ყაიმი და 1 გამარჯვება) მაგრამ , იმედია ვნებათაღელვას მალე მოერევა და თავის ჩვეულ თამაშს გვაჩვენებს.
|