ლიშუში მიმდინარე ’Zhejiang Lishui Xingqiu Open’ დასკვნითი ტურის წინ 8-დან 7,0 ქულით ვიეტნამელი დიდოსტატი ლე ქუანგი ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვს ჩინელ იუ იანგის.
ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილის ნანა ძაგნიძის აქტივში 3,5 ქულაა.
ბაქოში მიმდინარე ტურნირზე 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი 35 (!) მონაწილემ დააგროვა.
მათ, შორის არიან დავით ბენიძე,თამაზ გელაშვილი,ლევან ფანცულაია,კოკა შანავა,დავით მაღალაშვილი,მახო სულაშვილი,გაიოზ ნიგალიძე,დავით ჯოჯუა, მიხეილ კეკელიძე,შოთა აზალაძე,ივერი ჭიღლაძე,თორნიკე სანიკიძე, ნინო ხურციძე და ბაჩანა მორჩიაშვილი.
მიხეილ მჭედლიშვილის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა შრი–ლანკას კოლომბოში გამართული საერთაშორისო ტურნირი 'Ravana Challenge International Chess Tournament 2009'!
სურათზე გამოსახულია მეორე ადგილზე გასული გეორგიევი როგორ განიცდის მიშას გამარჯვებას!...
9–დან 7,5 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვებელებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 1.მიხეილ მჭედლიშვილი 2.ვლადიმირ გეორგიევი (მაკედონია)