ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ტურში, როგორც მოსალოდნელი იყო პარტიების უმრავლესობა ყაიმით დასრულდა. თუმცა, 3 შედეგიანი პარტიაც საკმაოდ ბევრია კაცთა პაექრობის პირველი ტურისათვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ბრძოლისუნარიანობა 30 სვლამდე ყაიმის ‘აკრძალვის’ დამსახურებაა.
ქუთაისში მიმდინარე ქალთა ჩემპიონატის მეორე ტურში ჩვენმა გოგონებმა კვლავ დაუნდობელი ბრძოლა გააჩაღეს. ისევე, როგორც გუშინ მარტო ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასახლეში 11 იანვრის 12 საათიდან სტარტს აიღებს საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ვაჟთა შორის.
პირველობა წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის I-II პრიზიორი ხვდება საქართველოს ნაკრებში;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 70-ე ჩემპიონატზე და დაფინანსდება 2010 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე.
სატურნირო განრიგი: გახსნა და კენჭისყრა 10 იანვარი 14.00 I ტური 11 იანვარი12.00 II 12 იანვარი12.00 III 13 იანვარი 12.00 IV 14 იანვარი12.00 V 15 იანვარი
... კითხვის გაგრძელება »
9 იანვარს დასრულებულ CPA II ჩემპიონატში ბრწყინვალე შდეგით 7–დან 6,5 ქულით პირველობა არავის დაუთმო ირაკლი ჯანიაშილმა.
5–5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს სალომე სირაძემ და ნიკა ვოლკოვმა. დებულების მხედვით კატალონიური კლუბის მეორე საგზური დამატებით ბლიც–მატჩებში უნდ აგარკვეულიყო, თუმცა, აღსანიშნავია რომ სირაძეს უკეთესი მაჩვენებლები ქონდა.
დამატებით ბლიც–პარტიებში გამარჯვება ვოლკოვმა მოიპოვა და საგზურსაც დაეუფლა.
საქართველოს ქალთა 67–ე ჩემპიონატის პირველი ტური ძალიან დაძაბული გამოდგა, როგორც ყოველთვის ჩვენი გოგონები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ... და საკმაოდ ბევრი მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა...
CPA II ჩემპიონატს 5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ირაკლი ჯანიაშვლი ლიდერობს. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება სალომე სირაძე. 3,5 ქულით III-IV ადგილებს ინაწილებენ თორნიკე ხურციძე და გიორგი ნიკოლაშვილი.