2010 წლის 8 იანვარს ქალაქ ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს 67–ე ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში.
ტურნირი 14 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი მოჭადრაკეები:
ოლიმპიური ჩემპიონები:ნანა ძაგნიძე, მაია ლომინეიშვილი,სოფიკო ხუხაშვილი;
საერთაშორისო დიდოსტატები: ნინო ხურციძე, სალომე მელია,ბელა ხოტენაშვილი, თამარ წერეთელი,მაკა ფურცელაძე, ნინო ბაციაშვილი.
საერთაშორისო ოსტატები:ქეთი წაწალაშვილი, მირანდა მიქაძე,ანა გავაშელი,ინგა ხურცილავა.
ფიდეს ოსტატი მერი არაბიძე.
ჩემპიონატის მთავარი მსაჯია საერთასორისო არბიტრი ქალბატონი ნანა ალექსანდრია.
მსაჯები: ფიდეს არბიტრი - ალექსანდრე არსენიძე და ეროვნული კატეგორიის მსაჯი - გია მენაბდე.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან : ქუთაისის ადგილობრივი თითმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა.
ჩემპიონატის აქტიური მხარდამჭერია ქ.ქუთაისის მერია.
ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო 25000 ლარი, აღნიშნული თანხა ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებას მოხმარდება.
ჩემპიონატის სპონსორია: "ავერსი ფარმა", "მაგთიკომი","ისი პარი", 'თიბისი ბანკი' საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო "ძველი ქალაქი",
ტ.კ. "რიონი'
გაზეთები:'სპორტული ამბები' "ლელო", "p.s.", "ახალი გაზეთი".
ინტერნეტ–საიტები:'worldsport.ge', 'geosports.ge'
უმაღლესი საპრიზო თანხაა 13500 ლარი, ასევე 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად,
რომელიც გაიმართება ხორვატიაში 9–15 მარტს.
საქართველოს ჩემპიონი განიხილება ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატად.
|