ბედობა დღეს მოჭადრაკე გოგონები ისვენებდნენ და მასპინძლებმა ექსკურსია მოუწყვეს ქუთაისის შემოგარენში.
ჩემპიონატის მონაწილეებმა მოიარეს გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი და ბოლოს სოფელ სორმონში შესაბამისად დაასრულეს საღამო.
დასვენების დღემ მანდილოსნებზე ძალიან ნაყოფიერად იმოქმედა და დღეს სასტიკი ორთაბძოლებიც გააჩაღეს, რომლის შედეგად, მხოლოდ 1 პარტია ასრულდა ყაიმით.
7 ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობას ინარჩუნებენ ნინო ხურციძე და სალომე მელია. ლიდერებს ქულით ჩამორჩება ნინო ბაციაშვილი.
მეშვიდე ტურის შედეგები:
მიქაძე 0-1 ლომინეიშვილი