ბედობა დღეს მოჭადრაკე გოგონები ისვენებდნენ და მასპინძლებმა ექსკურსია მოუწყვეს ქუთაისის შემოგარენში.
ჩემპიონატის მონაწილეებმა მოიარეს გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი და ბოლოს სოფელ სორმონში შესაბამისად დაასრულეს საღამო.
დასვენების დღემ მანდილოსნებზე ძალიან ნაყოფიერად იმოქმედა და დღეს სასტიკი ორთაბძოლებიც გააჩაღეს, რომლის შედეგად, მხოლოდ 1 პარტია ასრულდა ყაიმით.
7 ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობას ინარჩუნებენ ნინო ხურციძე და სალომე მელია. ლიდერებს ქულით ჩამორჩება ნინო ბაციაშვილი.
მეშვიდე ტურის შედეგები:
მიქაძე 0-1 ლომინეიშვილი
ფურცელაძე 0-1 ხურციძე
ბაციაშვილი 1 -0 წერეთელი
ხუხაშვილი 0 -1 ძაგნიძე
მელია 1 -0 გავაშელი
ხოტენაშვილი1- 0 ხურცილავა
წაწალაშვილი 0,5-0,5 არაბიძე
მერვე ტური:
ლომინეიშვილი – არაბიძე
ხურცილავა – წაწალაშვილი
გავაშელი – ხოტენაშვილი
ძაგნიძე – მელია
წერეთელი – ხუხაშვილი
ხურციძე – ბაციაშვილი
მიქაძე – ფურცელაძე
|