თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასახლეში 11 იანვრის 12 საათიდან სტარტს აიღებს საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ვაჟთა შორის.
პირველობა წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის I-II პრიზიორი ხვდება საქართველოს ნაკრებში;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 70-ე ჩემპიონატზე და დაფინანსდება 2010 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე.
სატურნირო განრიგი: გახსნა და კენჭისყრა 10 იანვარი 14.00 I ტური 11 იანვარი12.00 II 12 იანვარი12.00 III 13 იანვარი 12.00 IV 14 იანვარი12.00 V 15 იანვარი12.00 VI 16 იანვარი12.00 დასვენების დღე 17 იანვარი VII 18იანვარი 12.00 VIII 19 იანვარი 12.00 IX 20 იანვარი 12.00 X 21 იანვარი 12.00 XI ტური 22 იანვარი 12.00 XII ტური 23 იანვარი 12.00
XIII ტური 24 იანვარი 12.00
მონაწილეობენ და კენჭისყრით შემდეგნაირად განლაგდნენ:
1.თორნიკე სანიკიძე – ს/დ; 2615
2.დავით ბენიძე – ს/ო; 2491
3.ბეგლარ ჯობავა – ს/ო; 2444
4.მახო სულაშვილი – ს/ო; 2497
5.დავით ჯოჯუა – ს/დ; 2535
6.თამაზ გელაშვილი – ს/დ; 2614
7.ზურაბ ჯავახაძე – 2363
8.ლევან ფანცულაია – ს/დ;2598
9.გიორგი მარგველაშვილი – ს/ო; 2527
10.მერაბ გაგუნაშვილი – ს/დ;2582
11.გაიოზ ნიგალიძე – ს/ო;2462
12.კოკა შანავა – ს/დ;2551
13.დავიდ არუთინიანი – ს/დ;2566
14.ლუკა პაიჭაძე – ფ/ო;2424
პირველ ტური:
სანიკიძე – პაიჭაძე
ბენიძე – არუთინიანი
ჯობავა – შანავა
სულაშვილი–ნიგალიძე
ჯოჯუა – გაგუნაშვილი
გელაშვილი–მარგველაშვილი
ჯავახაძე – ფანცულაია
|