11 ნოემბრიდან თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტს აიღებს და
23 ნოემბრამდე გასტანს მსოფლიოს ასაკობრივი (8,10,12,14,16,18 წწ.)
ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
პირველობა შვეიცარიული სისტემით - 9 ტურად ჩატარდება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან მონაწილეობას
სულ 30–მდე მოჭადრაკე მიიღებს
მათ შორის არიან მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში:
ნაზი პაიკიძე, სოფიკო გურამიშვილი, ქეთი წაწალაშვილი,
მერი არაბიძე, მარიამ დანელია დავით ბენიძე.