11 ნოემბრიდან თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტს აიღებს და 23 ნოემბრამდე გასტანს მსოფლიოს ასაკობრივი (8,10,12,14,16,18 წწ.) ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
პირველობა შვეიცარიული სისტემით - 9 ტურად ჩატარდება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან მონაწილეობას სულ 30–მდე მოჭადრაკე მიიღებს
მათ შორის არიან მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში:
ნაზი პაიკიძე, სოფიკო გურამიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე, მარიამ დანელია დავით ბენიძე.
დელეგაციას დავით გურგენიძე უხელმძღვანელებს, მწვრთნელები კი ლაშა ჯანჯღავა და გიორგი მაჭარაშვილი არიან.
|