თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა სარეიტინგო ტურნირი ეროვნულ ოსტატობაზე.
შესანიშნავად იასპარეზა ოთარ მანგიაშვილმა (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) , 9–დან 8 ქულით დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი და ეროვნული ოსტატობის ნორმაც შესარულა , რომელიც 7 ქულას შეადგენდა.
გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა და ნორმაც შეასრულა ანი ლიპარტელიანმა (მწვრთნელი მაკა ხანთაძე).
6 ქულით მესამე ადგილზე საბა ბიბიჩაძე გავიდა (მწვრთნელი ზაზა ჭკუასელი).