საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - 16 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ტურში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოაგროვეს და პირვეალდგილოსან რუსეთს მხოლოდ ინდივიდუალური მაჩვენებლებით ჩამორჩნენ.