მსოფლიო ჩემპიონატის III ტურში საქართველომ დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინის გუნდი.
გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა, ფრედ დაასრულეს შეხვედრები მაია ჩიბურდანიძემ და სოფიკო ხუხაშვილმა.
ჩინეთი-I 3:1 დაამარცხა ინდოეთი, ხოლო პირველობის ლიდერმა პოლონეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით 2,5:1,5 სძლია ჩინეთის მეორე გუნდს.