იტალიაში დასრულდა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი (10,12,14,16,18წწ.) გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
18 წლამდე გოგონებში ვერცხლის მედალი მოიპოვა ქეთი წაწალაშვილმა... ალბათ, ბედის ირონიაა...9–დან 7 პარტია მოიგო, 2 ყაიმით დაასრულო, პირად შეხვედრაში დაამარცხო ჩემპიონატის გამარჯვებული და იყო მხოლოდ მეორე...
16 წლიან გოგონებში აგრეთვე მეორე იყო მერი არაბიძე.
18 წლიან ჭაბუკებში კი ბოლო, გადამწყვეტ პარტიაში გამარჯვებით– ბრინაჯაოს მედალს დაეუფლა დავით ბენიძე.
აგრეთვე, წარმატებულად უნდა ჩაითვალოს ლიკა კობეშავიძის IV ადგილი 14წ. გოგონებში, ირაკლი ბერაძის და ნიკა ქუმსიაშვილის V ადგილები 14წ. და 12წ. ჭაბუკებში.
გათამაშების VII ტურში დასანანი მარცხი 3,5:0,5 განიცადა საქართველოს გუნდმა ჩინეთის პირველ ნაკრებთან. ანალოგიური ანგარიშით დაამარცხეს სომხებმა ვიეტნამელი მოჭადრაკეები. 2,5:1,5 გაიმარჯვა ინდოეთმა ჩინეთის მეორე ნაკრებთან. ფრედ 2:2 დასრულდა,რუსეთ–პოლონეთის და უკრაინა–ამერიკის შეხვედრები.