იტალიაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 5 სექტემბერი დასვენების დღეა.
5 ტურის შემდეგ 12 წლამდე გოგონებში შესანიშნავად ასპარეზობს ნინო ხომერიკი, მის აქტივში 4,5 ქულაა და II ადგილზე იმყოფება. ასევე, II ადგილზეა ოღონდ 4 ქულით 18 წლამდე გოგონებში მოასპარეზე ნაზი პაიკიძე, 4 ქულა დააგროვა ანალოგიურ ასაკობრივ ჯგუფში ქეთი წაწალაშვილმაც, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით, ჯერჯერობით V ადგილზეა.
IV ტურში საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა ინდოელი მოჭადრაკეები და პოლონელებთან ერთად სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს!
ტურნირის ლიდერი პოლონეთი დაუზავდა უკრაინელებს, რუსეთმა 3:1 დაამარცხა ამერიკის ნაკრები,ასევე 3:1 დაფიქსირდა ჩინეთი –II და ვიეტნამის შეხვედრაშიც. ხოლო ჩინეთის პირველმა ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით 3,5–0,5 მოუგო ქართველების ხვალინდელ მეტოქეს– სომხეთის მოჭადრაკეებს.
4 ტურის შემდეგ 7 ქულით პირველობენ: საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები, მათ ერთი ქულით ჩამორჩევათ ჩინეთი–I. 4 ქულა დააგროვეს რუსებმა და უკრაინელებმა, 3 ქულით VI-VIII ადგილებს ინაწილებენ:ამერიკა, ჩინეთი–II და ინდოეთი, სომხეთი 2 ქულით IX ადგილზეა, ხოლო ბოლო ადგილზე ვიეტნამია– 1 ქულით.... კითხვის გაგრძელება »