მსოფლიო ჩემპიონატის III ტურში საქართველომ დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინის გუნდი.
გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა, ფრედ დაასრულეს შეხვედრები მაია ჩიბურდანიძემ და სოფიკო ხუხაშვილმა.
ჩინეთი-I 3:1 დაამარცხა ინდოეთი, ხოლო პირველობის ლიდერმა პოლონეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით 2,5:1,5 სძლია ჩინეთის მეორე გუნდს.
ფრედ 2:2 დაასრულეს შეხვედრები ვიეტნამმა ამერიკასთან და სომხეთმა რუსეთთან.
ამრიგად, 3 ტურის შემდეგ 6 სამატჩო ქულით ლიდერობს პოლონეთი, 1 ქულით ნაკლები აქვს საქართველოს. 4 ქულით მე-III ადგილზე, კი ჩინეთის პირველი ნაკრებია.
3 ქულა დააგროვეს და IV - VI ინაწილებენ:უკრაინა, ამერიკა და ინდოეთი.VII-VIII ადგილებზე 2 ქულით სომხეთი და რუსეთია. ხოლო ბოლო IX-X ადგილებზე 1 ქულით ვიეტნამი და ჩინეთი - II.
IV ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
პოლონეთი - უკრაინა
ამერიკა- რუსეთი
საქართველო - ინდოეთი
სომხეთი - ჩინეთი -I
ვიეტნამი - ჩინეთი -II
|