იტალიის კონდინო–ვალე დელ ჩესში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ ქალთა და მამაკაცთა შორის.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ქალთა პირველობაზე შესანიშნავად იასპარეზა ჭადრაკის ლეგენდამ, მსოფლიოს 5–გზის ჩემპიონმა , უბერებელმა ნონა გაფრინდაშვილმა და 7,5 ქულით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა თანატოლ მოჭადრაკეებს შორის.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა დიდოსტატი ელენე ფატალიბეკოვა (რუსეთი), მესამე ადგილზე 6,5 ქულით ესტონელი ოსტატი ტატიანა ფომინა გავიდა.
მამაკაცთა შორის ჩემპიონის ტიტულს ხორვატი მიშო ცებალო დაეპატრონა 8,5 ქულით.
http://www.arcoworldchess.com/
|