შრი–ლანკის ქალაქ კოლომბოში 12 სექტემბერს სტარტი აიღო და 20 სექტემბრამდე გაჰრძელდება საერთაშორისო ტურნირი ‘ Ravana Challenge International Chess Tournament 2009’, რომლის საპრიზო ფონდი 15 000 $ შეადგენს, აქედან გამარჯვებულს 3 000$ ერგება.
საქართველოს სახელით შეჯიბრში აზიური ქვეყნების დიდი მოყვარულები მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი მონაწილეობენ.
ეს უკვე მათი მესამე ტურნირია აზიაში...დაიწყეს ბანგლადეშით, გადავიდნენ ინდოეთში, ახლა შრი–ლანკაც მოინახულეს და შემდეგ, უკვე ინდონეზიასაც ეწვევიან.
სულ ტურნირში 15 ქვეყნის 74 მოჭადრაკე ასპარეზობს, რომელთა შორის 13 საერთაშორისო დიდოსტატია და რეიტინგით N1 საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი მიხეილ მჭედლიშვილია.
პირველ ტურში ორივე ჩვენებურმა გამარჯვება იზეიმა.
|