ხუთშაბათი, 18.04.2024, 16:21
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 29 » საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომa - ოქმი # 5 (გაგრძელება)
13:38
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომa - ოქმი # 5 (გაგრძელება)

მოისმინეს:3) ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე (21.10–31.10.2009 წ. ქ.ნოვი სადი,

     სერბეთი), მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე – 20 წ.(16.10–29.10.2009 წ.

    ქ. მარ დელ პლატა, არგენტინა) და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე 8–18 წ.წ.

     (14.11–26.11.2009 წ. ქ. ანტალია, თურქეთი) დელეგაციების ხელმძღვანელების

    დამტკიცების შესახებ./გ. გიორგაძე/

         გ. გიორგაძემ სხდომას წარუდგინა დელეგაციების ხელმძღვანელების

         კანდიდატურები. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე – გ. გიორგძე,

         მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე –20 წ. – კ. ჩიგოგიძე და

         მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე – 8–18წ.წ. – დ. გურგენიძე.

  აზრი გამოთქვეს: დ.გურგენიძემ – თანახმა ვარ თუ მწვრთნელად გ. მჭარაშვილს

         დანიშნავთ.

  კენჭი უყარეს: დელეგაციების ხელმძღვანელების კანდიდატურებს. მიიღეს

          ერთხმად.

  დაადგინეს: 3) დელეგაციების ხელმძღვანელების კანდიდატურები შემდეგი სახით

                             დამტკიცდეს:

         ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე – გ. გიორგძე;

         მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე –20 წ. – კ. ჩიგოგიძე;

         მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე – 8–18წ.წ. – დ. გურგენიძე;

  მოისმინეს:4) სხვადასხვა;

  მოისმინეს: ა) გ.გიორგაძის მიერ დასმული საკითხი,  ევროპის გუნდური

        ჩემპიონატზე მოასპარეზე ნაკრების წევრების კანდიდატურები დადგენის

        შესახებ. /გ. გიორგაძე/

       მან წამოაყენა წინადადება ევროპის გუნდური ჩემპიონატზე ნაკრების  

       წევრები დადგინდეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ.

  აზრი გამოთქვეს: ნ. ალექსანდრიამ – მონახაზი ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ.

             პრინციპული ცვლილება უნდა მოხდეს თუ არა. იქნებ საკლუბოს მერე ?

             დ. გურგენიძემ  – გუნდი დავასახელოთ, კაპიტანი და მწვრთნელი მაინც

             დავასახელოთ.

             მ. ჩიბურდანიძე – ჯერ–ჯერობით ჯავახიშვილი და ძაგნიძე იკვეთება, მე არ

             ვიცი ვითამაშებ თუ არა.

             გუნდი შესაცვლელია მაგრამ ჯერ ადრეა, საკლუბოს შემდეგ შევხედოთ.

             დღეს არ ვწყვიტავთ, კონკრეტულ გვარებს არ ვასახელებთ.

             ზ. სტურუა – მე ვერ ვიქნები მწვრთნელი, რადგან სამუშაოდ მიმიწვიეს

             დუბაიში.

             ნ. გურიელი ჩემი აზრით როცა გუნდში ასეთი ჩავარდნაა უნდა შეიცვალოს

             გუნდის წევრები.საკლუბო სხვაა გუნდი სხვაა.

              ე. ზენაიშვილი– წინადადება შემომაქვს გამგეობამ მისცეს უფლებამოსილება

              გ. გიორგაძეს მოძებნოს ახალი მწვრთნელი.

              დ. გურგენიძე – გადაწყვიტონ კაპიტანმა და მწვრთნელებმა გუნდის

              ლიერებთან კონსულტაციის შემდეგ.

კენჭი უყარეს: წინადადებას ევროპის ჩემპიონატზე გუნდის წევრები

         (ბოლო ორი დაფა) დასახელდეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ.

         მიიღეს ერთხმად.

დაადგინეს: ა) ევროპის ჩემპიონატზე გუნდის წევრები დასახელდეს

         ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ.

მოისმინეს: ბ) გ. გიორგაძის მიერ დასმული საკითხი ნ. ძაგნიძის მიერ სტიპენდიის  

         გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით./გ.გიორგაძე/

         გ. გიორგაძემ სხდომას მოახსენა ნ. ძაგნიძის სურვილის შესახებ, 2009 წლის

         1 სექტემბრიდან გაეზარდოს სტიპენდია, როგორც # 1 რეიტინგიან

         მოჭადრაკეს ქალთა შორის.

აზრი გამოთქვეს: ნ. გურიელმა – ნ. ძაგნიძე სწორად ითხოვს და ალბათ ეკუთვნის

        კიდეც.

        გ. გიორგაძე – კი ეკუთვნის, მაგრამ ეხლა საიდან მივცეთ. ალბათ ახალი

        წლიდან, ახალი ბიუჯეტიდან იქნება მხოლოდ შესაძლებელი.

კენჭი უყარეს: წინადადებას ნ. ძაგნიძეს სტიპენდია გაეზარდოს ახალი წლიდან.

       მიიღეს ერთხმად.

დაადგინეს: ბ) ნ. ძაგნიძეს სტიპენდია გაეზარდოს ახალი წლიდან.

მოისმინეს: გ) გ.გიორგაძის მიერ წამოყენებული წინადადება მ. თხელიძის

        თხოვნასთან დაკავშირებით. იგი  მწვრთნელებს თხოვს, მოჭადრაკე

        აბიტურიენტების წინაშე სპორტის აკადემიაში ჩაბარების პროპაგანდას.

        (რათა სპორტის აკადემიაში არ დაიხუროს ჭადრაკის სპეციალიზაცია, რისი

        საშიშროებაც არის).

             გ. გიორგაძემ სთხოვა გ. მაჭარაშვილს, როგორც მწვრთნელთა საბჭოს

             თავმჯდომარეს, ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს.

კენჭი უყარეს: მწვრთნელების მიერ მოჭადრაკე აბიტურიენტების წინაშე სპორტის

        აკადემიაში ჩაბარების პროპაგანდას.მიიღეს ერთხმად.

დაადგინეს: დაევალოს გ. მაჭარაშვილს, სთხოვოს მწვრთნელებს პროპაგანდა

        გაწიონ  მოჭადრაკე აბიტურიენტებში ჩააბარონ მომავალ წელს სპორტის

        აკადემიაში ჭადრაკის სპეციალობაზე.

 

 
კატეგორია: ტურნირები | ნანახია: 1009 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz