დ. არუთინიანმა ( გუნდის მწვრთნელი) – ჩემი აზრით ძალიან ცუდ შეცდომებს
აკეთებდნენ. ფაქტიურად ბევრი წაგებული პარტია მოვიგეთ. ნ. ძაგნიძესაც
ჰქონდა რამდენიმე უარესი პოზიცია, რომელიც გადაარჩინა. ლ. ჯავახიშვილმა
საყაიმო პოზიცია წააგო.
დ. გურგენიძემ – შემდგომში თუ გააანალიზა ეს პოზიცია ლ. ჯავახიშვილმა?
ნ. ალექსანდრიამ – მერე უნდა მოუბრუნდეს თუ არის პროფესიონალი და
მწვრთნელთან ერთად გაანალიზოს, ისწავლოს თუ არ იცის. იქნებ ჯობდეს
ახალი ძალა მოვსინჯოთ , ვინ უნდა ჩაენაცვლოს, ვთქვათ ს. მელია.
მ. ჩიბურდანიძემ – გამოცდა დავაწესოთ. ჩემი აზრით მომავალში
ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ყურადღება უნდა მიექცეს
ტალანტებს. სამი მოჭადრაკე შეირჩეს. ძაგნიძის და ჯავახიშვილის
შემდეგ. იმიტომ რომ მე შეიძლება ვერ ვითამაშო. ბოლო დაფებს 50 % მაინც
რომ აეღოთ ჩემპიონები გავხდებოდით, 3 –ეულში მაინც შევიდოდით.
ფსიქოლოგიურად ძნელია თამაში, როცა ხედავ რა ხდება გვერდით დაფებზე.
არ არიან შემართებულნი, არ განიცდიან მარცხს.გუნდური სუ სხვაა, პირადი
სხვა. შენ გუნდს წირავ ყველაფერს,ისინი აგდებულად თამაშობენ, მუშაობა
არ უნდათ. ნერვებზე და ჯანმრთელობაზე მოქმედებს.
გ. გიორგაძემ – მე ყურადღებით გისმენდით და ჩემთვის ვინიშნავდი
დადებით და უარყოფით მომენტებს „+ „და“ –„. პლიუსი ერთი იყო მხოლოდ
პირობები იყო კარგი. დანარჩენი მინუსები იყო. შეკრების დრო არ იყო
ოპტიმალური. გუნდის შიდა კლიმატი არ მომეწონა.
თუ საყვედურს ეტყვი სწყინთ. სადებიუტო მომზადება არ არის მთლად
დახვეწილი. არ მუშაობენ თავის თავზე. საჭირო იყო თავის დროზე
მწვრთნელებს გაეკეთებინათ ოლიმპიადაზე ნათამაშევი პარტიების ანალიზი.
ამიტომ დასაფიქრებელია ბევრი რამ, რომ ევროპის ჩემპიონატზე იგივე არ
გამეორდეს. ოლიმპიადაზე ქალთა ნაკრების მწვრთნელმა თ. სანიკიძემ
გააკეთა ანგარიში (ანგარიში თან ერთვის).
გ. მაჭარაშვილმა – მ. ლომინეიშვილი ბევრს მუშაობს თავის თავზე.
ზ. სტურუა – თუ ამდენს მუშაობს, მაშინ რატომ არ ჩანს შედეგი?
ნ. ალექსანდრია – ალბათ სწორად არ მუშაობენ. ვფიქრობ ქალთა ნაკრების
გამოსვლა მსოფ. გუნდურ ჩემპიონატზე უნდა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
გ. გიორგაძე – არის წინადადება მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე გამოსვლა
შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
კენჭი უყარეს: ქალთა ნაკრების მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე გამოსვლის
დამაკმაყოფილებლად შეფასების წინადადებას. მიიღეს ერთხმად.
დაადგინეს:2) ქალთა ნაკრების გამოსვლა მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე
შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.