საჭადრაკო ფესტივალი ’ნონას თასი - 2009’
მთავარი ტურნირი
თბილისი, 26-27 ნოემბერი 2009წ.
დ ე ბ უ ლ ე ბა
1.ტურნირის
ორგანიზატორები:
თბილისის
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო
სკოლა, საჭადრაკო კლუბი ’ნტნ’;
2.ჩატარების ადგილი:
თბილისის
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (რუსთაველის პროსპექტი,
№6);
3.მონაწილენი:
შეჯიბრებაში
მონაწილეობენ პერსონალურად მოწვეული მოჭადრაკეები.
4.სისტემა
და დროის კონტროლი:
ტურნირი
გაიმართება შვეიცარული სისტემით 7 ტურად. რეგლამენტი - 20 წთ. მთელ პარტიაზე
თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით. ორი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება პროგრესის მეთოდის
მიხედვით.
5.ტურნირის
განრიგი:
რეგისტრაცია -
26 ნოემბერს, 11.00 – 11.30.
26 ნოემბერს,
12 სთ. – I,II,III ტურები
27 ნოემბერს,
12 სთ. - IV,V,VI,VII, - დახურვა.
6.საპრიზო
ფონდი - 3 300 ლარი
I – 1 200; II
– 800; III – 500; IV – 300; V – 200;
20 წლამდე
საუკეთესო შედეგი - 200 ლარი
16 წლამდე
საუკეთესო შედეგი - 100 ლარი
პრიზები
იქვითება არსებული კანონმდებლობის მიხედვით.
დამატებითი
ცნობებისათვის მიმართეთ დ.გურგენიძეს, ტ: 98-78-69
|