ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა საჭადრაკო კლუბ 'ნტნ' გამართული ნონას თასის ტრადიციული გათამაშება.
7–დან 5,5 ქულით ხოტენაშვილმა პირველობა სოფიკო გურამისვილთან ერთად გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით საპატიო თასსაც დაეპატრონა.
მესამე ადგილზე 5 ქულით მაკა ფურცელაძე გავიდა. საპრიზო მეოთხე ადგილი ნინო ხურციძემ, ხოლო მეხუთე –სოფიკო ხუხაშვილმა დაიკავა.
20 წლამდე გოგონებში პირველზე მირანდა მიქაძე, ხოლო 16–წლიანებში მარი დანელიამ გაიმარჯვა.
|