'FIDE ' საიტზე გამოქვეყნდა მსოფლიოს თასის გათამაშების პირველი წრის წყვილები:
საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა
ამერიკელ საერთაშორის ოსტატ რეი რობსონს (2567) დაუპირისპირდება.
თასის გათამაშება სტარტს ამა წლის 20 ნოემბერს აიღებს და 15 დეკემბერს დასრულდება რუსეთის ქალაქ ჰანტი-მანსიისკში.მონაწილეობას 128 მოჭადრაკე მიიღებს და ოლიმპიური სისტემით ჩატარდება.
თითოელი მიკრო-მატჩი 2 პარტიისგან შედგება, თუ ძირითად შეხვედრაში გამარჯვებული არ გამოვლინდება , მის ვინაობას დამატებითი თაი-ბრეიქები გამოავლენს.
მსოფლიოს თასის მფლობელის ვინაობა 4 პარტიისგან შემდგარ მატჩში გაირკვევა.
მონაწილეები:
მსოფლიოს თასის 2007 წლის სამეული;
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ქალთა შორის;
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონები 2007&2008 წლ.;
ფიდეს რეიტინგ სიის 22 საუკეთესო მოჭადრაკე 2007&2008 წლ.;
ევროპის 2008&2009 წლ. ჩემპიონატების 46 საუკეთესო მოჭადრაკე;
19 მონაწილე ამერიკის ზონიდან;
19 მონაწილე აზია/ოკეანიიდან ზონიდან;
6 მონაწილე აფრიკის ზონიდან;
6 მონაწილე ფიდეს ნომინანტი
4 მონაწილე საორგანიზაციო კომიტეტის ნომინანტი
|