საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ ჰანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს თასიის გათამაშების მეორე წრეში იოლად დასძლია ვენესუელელი დიდოსტატის ედუარდ იტურიზიაგას წინაამგდეგობა და მესამე წრეში გადაინაცვლა, სადაც რუს დიდოსტატ, მსოფლიოს რეიტინგ-სიით მე-14 ნომერს ალექსანდრ გრიშუკს დაუპირისპირდება.
თასის გათამაშებაზე ქართველ მოჭადრაკეს მზადების პროცესში დახმარებას ცნობილი უკრაინელი თეორეტიკოსი-დიდოსტატი ალექსანდრ ბელაივსკი უწევს.
აღსანიშნავია, რომ დღეს ბაადურ ჯობავას 26 წელის შეუსრულდა!
http://ugra-chess.ru/eng/main_e.htm
|