11 ნოემბრიდან თურქეთის ანტალიაში სტარტს აიღებს და 23 ნოემბრამდე გასტანს მსოფლიოს ასაკობრივი (8,10,12,14,16,18 წწ.) ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ჩემპიონატს თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ქვეყნის საჭადრაკო ფედერაცია ატარებს ანტალია-ქემერში.
პირველობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება.
საქართველოდან მონაწილეობას სულ 28 მოჭადრაკე მიიღებს.
თამაშები ჩვენი დროით 17.00 საათზე გაიმართება.
სათამაშო დღეებია:12,13,14,15 ,16,18,19,20,21 და 22 ნოემბერი
დასვენების დღე: 17 ნოემბერი
16 ნოემბერს 2 ტური გაიმართება: 12.00 და 19.00
მსოფლიო პირველობის მონაწილეები სასტუმრო ’LIMRA’ დაბინავდებიან.
ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი:
|